აქცია კონცერტი მე მკურნალობა მჭირდება დღეს

კავშირი „ნაბიჯი მომავლისკენ“ გიწვევთ აქცია–კონცერტზე „მე მკურნალობა მჭირდება დღეს!“ ღონისძიება გაიმართება 27 ივლისს, 19 საათზე, სტალინის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტი დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ. აქცია ხორციელდება ევროკავშირის, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის, MDM–ის (ფრანგი ექიმები საზღვრებს გარეშე) და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. გთხოვთ მობრძანდეთ და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით. დასწრება თავისუფალია