პრესკონფერენცია ქალ წამალდამოკიდებულთა შესახებ

2012 წლის 19 დეკემბერს ორგანიზაციამ “ნაბიჯი მომავლისკენ” ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის “ბილიკი” ფარგლებში გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა და პრესკონფერენცია ქალ წამალდამოკიდებულთა შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები.