ვაკანსიები

ორგანიზაციის გორის ოფისში, პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ცხადდება ვაკანსიები ტრენერ-კონსულტანტების პოზიციებზე შემდეგი ტრენინგებისთვის:

  1. „სოციალური მეწარმეობის განვითარების ტრენინგი“

ძირითადი ვალდებულებები:
· ტრენინგ მოდულის შექმნა;
· ტრენინგების წარმართვა;
· ყოველი ტრენინგის შემდეგ მოკლე, წერილობითი უკაკავშირის/ანგარიშის წარდგენა პროექტის ადმაინისტრაციასთან;
· სოციალური საწარმოს დაარსებასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით პროექტის ბენეფიციარებისთვის კონსულტაციების გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების დარგში ან მონათესავე სპეციალობებში;
· ტრენერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
· სოციალური მეწარმეობის სფეროში კონსულტაციების წარმოების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
· სოციალური მეწარმეობის სფეროში გრანტის გაცემისა და გრანტიორებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
· ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
· დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
· კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
· საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.

  1. „სოციალური მეწარმეობის სამართლებრივი ასპექტები“

ძირითადი ვალდებულებები:
· ტრენინგ მოდულის შექმნა;
· ტრენინგების წარმართვა;
· ყოველი ტრენინგის შემდეგ მოკლე, წერილობითი უკაკავშირის/ანგარიშის წარდგენა პროექტის ადმაინისტრაციასთან;
· პროექტის ბენეფიციარებისთვის შესაბამისი იურიდიული კონსულტაციების გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი იურიდიული განათლება;
· ტრენერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
· იურისტ კონსულტანტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
· ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
· დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
· კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
· საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: levan.salamadze@yahoo.com

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 8 თებერვალი.

პროექტი ხორციელდება ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს და საზოგადოება „ბილიკის“ მხარდაჭერით.