ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსია
ა(ა)იპ კავშირი „ნაბიჯი მომავლისკენ“ პროექტის „უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების თანადგომა“ ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრის დიპლომი (ინგლისური ენის სპეციალობით)
ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ B2 დონე (სასურველია გაგაჩნდეთ ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი)
მასწავლებლად/რეპეტიტორად მუშაობის სტაჟი (სასურველია)
სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა.
შერჩევის პროცესი განხორციელდება 3 ეტაპად:
რეზიუმეების განხილვა;
ტესტირება;
გასაუბრება.
სამუშაო განაკვეთი: არასრული
ანაზღაურება: 100$-ის ექვივალენტი ყველა გადასახადის ჩათვლით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ავტობიოგრაფია (რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: nabiji02@gmail.com
წერილის სათაურში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 მარტი.
გისურვებთ წარმატებებს!