კავშირმა “ნაბიჯი მომავლისკენ” დაიწყო ტრენინგების ჩატარება სისხლით გადამდები დაავადებების და ჯანდაცვის უფლებების შესახებ

B და C ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის გზებია:

სისხლით:

·        არასტერილური სამედიცინო, სტომატოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებისას;

·        ინფიცირებული სისხლის ან სისხლის პრეპარატების გადასხმით;

·        ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას საზიარო აღჭურვილობის (ნემსი, შპრიცი, ფილტრი, ჭურჭელი) გამოყენების დროს;

·        ინფიცირებულის ნახმარი საპარსი საშუალების, მაკრატლის და კბილის ჯაგრისის გამოყენებით;

·        მანიკურის/პედიკურის და ტატუირების/პირსინგის დროს არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენებით

სქესობრივი კონტაქტით

·        დაუცველი (უპრეზერვატივოდ) სქესობრივი კონტაქტის (ვაგინალური, ანალური, ორალური) დროს

ვერტიკალური გზით

·        ინფიცირებული დედიდან შვილზე (მშობიარობის დროს, ბავშვის კანის დაზიანების და დედის ვირუსის შემცველ სანაყოფე სითხეებთან კონტაქტის დროს)

როგორ დავიცვათ თავი B და C  ჰეპატიტებისგან?

·        ერთჯერადი და სტერილური საინექციო, სამედიცინო, სტომატოლოგიური საშუალებების გამოყენებით;

·        არამუდმივ სქესობრივ პარტნიორთან კონდომის (პრეზერვატივის) გამოყენებით;

·        სხვისი პირადი ჰიგიენის ნივთების (კბილების ჯაგრისი, სამართებელი) არ გამოყენებით;

·        ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისგან თავის შეკავებით