მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა

2016 წლის 1 დეკემბერს, გორში, სასტუმროში “ვიქტორია” ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა სახელწოდებით “1 დეკემბერი – შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე”. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ორგანიზაცია “ნაბიჯი მომავლისკენ”, შიდსით ინფიცირებულთა დახმარების ფონდი და საქართველოს გაეროს ასოციაცია. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ა/ო “ნაბიჯი მომავლისკენ” ხელმძღვანელი ქეთევან ბიძინაშვილი, შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგი გიორგი ხეჩიაშვილი და შიდსით ინფიცირებულთა დახმარების ფონდის წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჯანდაცვის წარმომადგენლები და დაავადებათა კონტროლის ცენტრი.