მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა

2017 წლის 14 თებერვალს, პროექტის “უკეთესი მომავლისთვის” ფარგლებში, გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის და მასმედიის წარმომადგენლები. შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო პროექტის პრეზენტაციას. შეხვედრის ძირითადი ნაწილი კი დაეთმო კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების პრობლემების განხილვას. პროექტის ხელმძღვანელმა, ლევან სალამაძემ ყურადღება გაამახვილა სოციალურ მეწარმეობაზეც, როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზაზე. შეხვედრა ინტერქატიულ რეჟიმში წარიმართა.