კავშირი “ნაბიჯი მომავლისკენ” 2015 წლის 17 ივნისს, გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართავს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას, რომელსაც დაესწრებიან ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოხდება პროექტის “ერთად დავამარხოთ C ჰეპატიტი” პრეზენტაცია, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამისა და სფეროში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაცნობა და განხილვა.