ორგანიზაცია “ნაბიჯი მომავლისკენ” აცხადებს პროექტის “უკეთესი მომავლისთვის” ბენეფიციართა შერჩევას

კავშირი „ნაბიჯი მომავლისკენ“ აცხადებს ორგანიზაციის ბაზაზე მიმდინარე პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ბენეფიციართა შერჩევას. ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ 2 სახის ტრენინგი „სოციალური მეწარმოების განვითარების ტრენინგი“ და „სოციალური მეწარმეობის სამართლებრივი ასპექტების“ ტრენინგი. ტრენინგების კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. პროექტის ბენეფიციარებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებით 2018 წლის 1 თებერვლამდე მიიღონ ტრენერებისგან უფასო კონსულტაციები.

პროექტის ბენეფიციარად შეირჩევა პირი რომელსაც:
· ჰყავს არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი ან არის არასრულწლოვანი პირ(ებ)ის მეურვე;
· არის პირობით მსჯავრდებული ან აქვს ნასამართლეობის სტატუსი;
· არის უმუშევარი.

პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი მშობლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დამატებითი შემოსავლის მოძიებისთვის საჭირო ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების განვითარების გზით.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 30 ბენეფიციარის შერჩევა, რომლებიც დაკომპლექტდებიან პირველ, მეორე და მესამე ჯგუფებად. პირველ ჯგუფში მონაწილეთა რეგისტრაცია იწყება 2017 წლის 10 თებერვალს და დასრულდება 2017 წლის 17 თებერვალს.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ორგანიზაციის ოფისს მისამართზე ქ. გორი, ბესიკის ქ. #3.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 27 01 72
ან ელ. ფოსტაზე: nabiji02@gmail.com

პროექტი “უკეთესი მომავლისთვის” (EC/07/16-20444) ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ და საზოგადოება „ბილიკის“ მხარდაჭერით.