პროექტის “ახალი გზა” ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრის ჩატარება იგეგმება

პროექტი: „ ახალი გზა“
შეხვედრის მიზანი: პროექტის პრეზენტაცია/წარდგენა;
ჩატარების თარიღი/დრო: 12 საათი, 26 აპრილი 2017 წელი; ქალაქი გორი
ადგილმდებარეობა: გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია People In Need ახორციელებს პროექტს „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ოთხ სამიზნე მუნიციპალიტეტში (ხონი, ტყიბული,ზუგდიდი, გორი), რომლის მიზანია სოციალური სერვისების ხელმისაწვდომლობის გაუმჯობესება ადგილობრივ დონეზე საქართველოში.

მიმდინარე წლის 26 აპრილს ა(ა)იპ „ნაბიჯი მომავლისკენ“ მიმდინარე პროექტ „ახალი გზის“ ფარგლებში,ქალაქ გორში გაიმართება პროექტის წარდგენა/პრეზენტაცია, შეხვედრას დაესწრებიან PIN-ის, ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
პროექტი “ახალი გზა“ განხორციელდება PIN-ის სოციალური პროექტის ფარგლებში 6 თვის განმავლობაში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტში. პროექტის მიზანია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, რესოციალიზაცია.
პროექტში ჩაერთვება გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10 კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი, რომელთათვის შეთავაზებული იქნება მეფუტკრეობის თეორიული და პრაქტიკული სწავლება, ასევე სწავლება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების შესახებ. პროექტში ჩართულ პირებს გადაეცემათ სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ სერთიფიკატი, ფუტკრის სკები და დამხმარე ინვენტარი.
პროექტში ჩართულ პირებს და მათ ოჯახის წევრებს ორგანიზაციის ბაზაზე გაეწევათ ფსიქოსოციალური დახმარება და ფსიქოლოგიური კონსულტირება.
პროექტის ბენეფიციარები და მათი ოჯახის წევრები პროექტის განხორციელების შედეგად შეძლებენ გაიუმჯობესონ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. {ციტატის დასასრული}
საკონტაქტო პირი: ქეთევან ბიძინაშვილი, პროექტის მენეჯერი, nabiji02@gmail.com (599 37 02 55)

EuforGeorgia

PINGeorgia

StepToFuture