პროექტის “მე მკურნალობა მჭირდება დღეს!” შემაჯამებელი მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა და პრესკონფერენცია

2013 წლის 25 ივლისს, პროექტის “მე მკურნალობა მჭირდება დღეს!” ფარგლებში, ჩატარდა შემაჯამებელი მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა და პრესკონფერენცია. ღონისძიების დროს გაკეთდა პრეზენტაცია სახელწოდებით „C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები“, რომელსაც მოჰყვა დისკუსია ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია საშუალებების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით.