პროექტის უკეთესი მომავლისთვის ფარგლებში 1 რადიო გადაცემა მომზადდა

ორგანიზაციის ბაზაზე მიმდინარე პროექტის “უკეთესი მომავლისთვის” ფარგლებში მომზადდა პირველი რადიო გადაცემა. რადიო გადაცემის სტუმრები იყვნენ პროექტის ხელმძღვანელი ლევან სალამაძე და პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინო მჭედლიშვილი. გადაცემის თემას წარმოადგენდა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების პრობლემები, ამ პრობლემების ასახვა მათ არასრულწლოვან შვილებზე და სოციალური მეწარმეობა როგორც მათი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გზა.