პროექტი “უკეთესი მომავლისათვის” ფარგლებში მეორე მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ჩატარდა

29 მაისს, 13 საათზე, გორში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (სტალინის ქ. #7), კავშირი „ნაბიჯი მომავლისკენ“ ბაზაზე მიმდინარე პროექტის – „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში მეორე, შემაჯამებელი მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის მთავარი თემები იყო კანონთან კონფლიქტში მყოფ მშობლებთან პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა, პროექტის შედეგები, გამოწვევები, მიღწევები და ორგანიზაციის სამომავლო გეგმები. შეხვედრას ფასილიტაციას ორგანიზაციის დირექტორი, ქეთი ბიძინაშვილი უწევდა. შეხვედრის მონაწილეებს პროექტის მიზნების, განხორციელებული საქმიანობისა და შედეგების შესახებ ლევან სალამაძე, პროექტის “უკეთესი მომავლისთვის” ხელმძღვანელი ესაუბრა. შეხვედრის ძირითადი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.