პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. აღნიშნული ტრადიცია სათავეს 80–იანი წლებიდან იღებს, დღეს მსოფლიოს 160–ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება. ხვალ, პირველ დეკემბერს პირველ საათზე საქართველოს 6 ქალაქში – თბილისი, ქუთაისი, სამტრედია, გორი, თელავი, ბათუმი – ერთდროულად გაიმართება აქცია. აქციის მიზანია გაზარდოს ინფორმირებულობა შიდსის, მისი გავრცელების და პრევენციის გზების შესახებ. კამპანია მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
11:00 საათზე კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრში ლექცია აივ ინფექცია/შიდსზე.
13:00 საათზე დაიწყება ქუჩის აქცია თეატრის ბაღში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ჩაიტაროს უფასო სკრინინგ ტესტი აივ/შიდსზე და C ჰეპატიტზე, დარიგდება საინფორმაციო ტიპის ლიფლეტები და მოხდება ფრანების გაშვება.
15:00 საათზე მრგვალი მაგიდა სასტუმროში „ვიქტორია“ – მომხსენებელი შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგი გიორგი ხეჩიაშვილი.
15:00 პარალელურად ჩატარდება ლექცია გორის უნივერსიტეტში ლექცია აივ ინფექცია/შიდსზე. ამავე პერიოდში ნებისმიერ მსურველს შეუძლია გორის უნივერსიტეტთან მდგარ მობილურ ამბულატორიაში გაიკეთოს უფასო სკრინინგ ტესტი აივ/ შიდსზე და C ჰეპატიტზე.
ქალაქ გორში კამპანიას ორგანიზებას გაუწევს: ა(ა)იპ კავშირი „ნაბიჯი მომავლისკენ“, შიდსით ინფიცირებულთა დახმარების ფონდი, საქართველოს გაეროს ასოციაცია და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).